მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

CeLebnEwS

კვირა, 28.04.2024
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 10 » სელენას ბიოგრაფია
15:15
სელენას ბიოგრაფია


სელენა მარია გომესი (ინგლ. Selena Marie Gomez; დ. 22 ივლისი, 1992, გრანდ-პრერია,ტეხასი,აშშ) — ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და გაეროს ბავშვთა ფონდის ყველაზე ახალგაზრდა ელჩი.
სელენას მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, დედას კი იტალიური ძირი აქვს. სელენას დედა – მენდი ტიფი – წარმატებული მექსიკელი მსახიობია,როდესაც მან სელენა გააჩინა 16 წლის იყო.მისი მამა კი რიკარდო გომეზია, თუმცა სელენა ძალიან პატარა იყო როცა მისი მშობლები გაშორდნენ. შემდეგ კი მენდი დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღესაც სელენას მამინაცვალია.დედამისთან თეატრში რეპეტიციებისთვის თვალის დევნის შემდეგ, სელენამ თქვა, რომ მსახიობობა სურდა და არანაირი სხვა პროფესია არ უნდოდა.
უკვე ექვსი წლის ასაკში სელენა გომესმა თავისი პირველი კასტინგი გაიარა, შვიდი წლისას კი დაიწყო მუშაობა შოუში «ბერნი და მისი მეგობრები»,სელენა აქ გომოჩნდა მეშვიდე და მერვე სეზონში, მას შემდეგ რაც კასტინგი მოუგო 1400 პრეტენდენტს. უნდა ავღნიშნოთ, რომ აქ მნიშვნელოვანი როლი მენდიმ ითამაშა.ამის შემდეგ ის სარეკლამო აგენტებმა შენიშნეს.სელენა სათამაშოებს,მაღაზიებს და საოჯახო რესტორნებს უკეთებდა რეკლამას.

2004 წელს, როდესაც სელენა 12 წლის იყო, მან გაიარა კასტინგი უოლტ დისნეის სტუდიაში , რის შემდეგაც გამოჩნდა წარმატებულ Disney Channel-ის პროექტებში, მაგალითად ტელესერიალში «ჰანა მონტანა», როგორ გაიარა ამ საბედისწერო სელენასთვის კასტინგმა, ისტორიას არ ყვება, მაგრამ როგორც ჩანს, დედის განათლებამ და გამოცდილებამ ხელი შეუწყო. ყველანაირად, საოცარია, რომ მორცხვმა გოგონამ, გადაღებების პატარა გამოცდილებით გაიმარჯვა კონკურში ბევრად გამოცდილ და წარმატებულ კონკურენტზე.

«ჩვენ მოგვიყვანეს კალიფორნიაში, – იხსენებს სელენა გომეზი. – მე ვიყავი ძალიან მორიდებული და შებოჭილი. შემოვედი ოთახში, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი იყო – რეჟისორები და პროდიუსერები. მე ვხდებოდი, რომ ვეჯიბრები გოგონებს, რომლებიც ჩემზე გამოცდილები და საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ. მე ვერ ვხდები, როგორ გავიარე ის კასტინგი.»

გამოცდილმა მსახიობმა, მოაწყო მთელი შოუ მოედანზე, სადაც კასტინგი ტარდებოდა. სელენას მაშინ შეუსრულდა 7 წელი და დედამ მოუწყო მას გრანდიოზული დღესასწაული.

სელენა მონტე-კარლოს გადაღებებზე პარიზში

2008 წელს სელენამ ითმაშა ფილმში «კიდევ ერთი ისტორია კონკიაზე».2009 წელს «პრინცესას დაცვის პროგრამაში»,სადაც ასევე დემი ლოვატოსთან ერთად მონაწილეობდა.2007-2010 წლებში სერილში «ჯადოქრები უივერლიდან»,რომელმაც ერთ დროს «ჰანა მონტანას» რეიტინგსაც კი გადაუსწრო.2010 წელს «რამონა&ბიზუსი».ასევე სელენას მალე ვიხილავთ ფილმში «მონტე კარლო».

Teen Choice Awards 2009-ზე სელენამ ფილმისთვის «პრინცესას დაცვის პროგრამაში» საუკეთესო ქალი ტელევარსკვლავის პრიზი მოიგო,ხოლო Alma Award 2009-ზე კი სერიალისთვის «ჯადოქრები უივერლიდან» საუკეთესო კომედიური მსახიობის პრიზი მოიპოვა და ა.შ.

სელენამ 2008 წელს ჩაწერა ქავერი სიმღერის «Cruella de Vil». შემდეგ ჩაწერა სამი სიმღერა ფილმ «კიდევ ერთი ისტორია კონკიასთვის».ასევე «Fly to Your Heart», 2008 წლის ანიმაციური ფილმისთვის «Tinker Bell». 2008 წლის ივლისში სანამ გახდებოდა 16 წლის, გააფორმა კონტრაქტი Hollywood Records–თან.ხოლო 2009 წელს ჩაწერა სიმღერა «One and the Same» დემი ლოვატოსთან ერთად ფილმ «პრინცესას დაცვის პროგრამისთვის» და ასევე ჩაწერა სიმღერები სერიალისთვის ჯადოქრები უივერლიდან.

ჯგუფი შეიქმნა 2009 წელს,ვოკალისტი არის სელენა გომესი,ისენ რობერტსი უკრავს გიტარაზე,ჯოი კლემენტი - ბასზე,გრეგ გარმენი - დასარტყამი ინსტრუმენტებზე ,ხოლო დეინ ფორესთი - კლავიშებიან ინსტრუმენტებზე.მათი პირველი სადებიუტო სტუდიური ალბომი იყო Kiss & Tell,რომელიც გამოვიდა 2009 წლის 29 სექტემბერს.2010 წლის 5 მარტს ეს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ,ხოლო სინგლი Naturally 15 ივლისს პლატინის ხარისხით.მეორე ალბომი A Year Without Rain გამოვიდა 2010 წლის 17 სექტემბერს,ამ ალბომის დებიუტი ბილბორდ 200–ში მე–4 ადგილით შედგა,პირველ კვირაში ალბომის 66,000 ასლი გაიყიდა.2011 წლის 19 იანვარს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით.ბენდის მესამე ალბომია When the Sun Goes Down,წინა სახელწოდებით Otherside,გამოვიდა 28 ივნისს.ალბომის პირველი სინგლი "Who Says" გამოვიდა 14 მარტს.ხოლო მეორე სინგლი – "Love You Like a Love Song" 17 მარტს. 2011 წლის 15 აპრილისთვის ბენდს სულ გაყიდული აქვს 1,354,000 ალბომი.

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1251 | დაამატა: smileyz_xato | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]