მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

CeLebnEwS

კვირა, 12.05.2024
მთავარი » 2011 » აგვისტო » 3 » ემილის ბიოგრაფია
19:12
ემილის ბიოგრაფია


ემილი ჯორდან ოსმენტი (ინგლ. Emily Jordan Osment; დ. 10 მარტი, 1992, ლოს ანჯელესი, კალიფორნია) ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორია, რომელმაც სახელი გაითქვა დისნეის სერიალ ჰანა მონტანას შემდეგ, სადაც ჰანას საუკეთესო მეგობარ ლილის როლზე 2006 წელს დაამტკიცეს. ემილიმ პირველი როლი 7 წლის ასაკში შეასრულა, ფილმში «The Secret Life of Girls» (1999).
ემილი დაიბადა ლოს ანჯელესში, სადაც მისი ოჯახი ჯერ კიდევ ცხოვრობს. მისი მამა არის მსახიობი მაიკლ იუჯინ ოსმენტი და დედა- ტერეზა ოსმენტი (ინგლისურის ენის მასწავლებელი), ხოლო მისი უფროსი ძმა - ასევე მსახიობი ჰეილი ჯოელ ოსმენტი, რომელსაც ოსკარის ნომინაციაც კი ჰქონდა.
ემილი ოსმენტის კარიერა დაიწყო 1998 წელს, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო რეკლამაში « flower» გზავნილების კომპანია FTD -ში , ამის შემდეგ კი კიდევ ბევრ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, ემილიმ პირველი როლი 7 წლის ასაკში შეასრულა, ფილმში «The Secret Life of Girls» (1999), ამავე წელს ითამაშა ფილმში «Sarah, Plain and Tall: Winter's End».ამის შემდეგ გამოჩნდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში, მაგალითად:მეგობრები. 2002 წელს ფილმში შპიონი ბავშვები 2.2008 წელს ფილმში «Soccer Mom»/ფეხბურთის დედიკო". 2008 წლის აპრილში ჯურნალებმა «Parade»-მ და ფორბსმა დაასახელეს პირველ ადგილზე ყველაზე ცხელ ბავშვ ვარსკვლავებში. 2009 წელს მთავარი როლი შეასრულა ფილმში «Dadnapped». 2006-2010 წლებში დისნეის სერიალ ჰანა მონტანაში ლილის როლი. 2009 წელს იგივე როლი შეასრულა ფილმ ჰანა მონტანაში.
ემილიმ პირველად იმღერა ბილი რეი საირუსთან ერთად,ბილი რეი საირუსის სიმღერა «You've Got a Friend».ასევე ჩაწერა სიმღერა სახელწოდებით «I Don't Think About It».მან პირველი ალბომი გამოუშვა 2009 წლის 26 ოქტომბერს სახელწოდებით-«All The Right Wrongs»,ხოლო მეორე 2010 წლის 5 ოქტომბერს -«Fight or Flight».
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 890 | დაამატა: smileyz_xato | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]